კონკურენცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კონკურენცია – მეტოქეობა, შეჯიბრება ბაზარზე გამოსულ საწარმოთა შორის, რომლებსაც მიზნად აქვთ თავიანთი პროდუქციის გასაღების უკეთესი შესაძლებელობების უზრუნველყოფა მყიდველების განსხვავებული მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით. საერთაშორისო ბაზარზე მუდმივად არის საქონელმწარმოებელთა მწვავე კონკურენცია. საერთაშორისო ბაზარზე გასვლისათვის საჭიროა წარმოდგენილი ადგილობრივი საქონლის კონკურენტუნარიანობის საგრძნობი ამაღლება. იმპორტის შემთხვავაში კი საზღვარგარეთელ გამყიდველთა კონკურენციის გამოყენება გვაძლევს შესყიდვების ხელსაყრელი პირობების მიღწევის საშუალებას.  – მიზნის მიღწევის მცდელობა მოწინააღმდეგეთა ჩამოშორების ან წინგასწრების გზით, რომლებიც იდენტური მიზნების მღწევისაკენ ისწრაფვიან. (სოც. და მარკ.კვლ.)(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა