ვილსონის დაავადება

ვილსონის დაავადება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

 ვილსონის დაავადება – ჰეპატოცერებრული დისტროფია, ჰეპატოლენტიკულური დეგენერაცია, პროგრესირებადი ლენტიკულური დეგენერაცია – მემკვიდრეობითი დაავადება, განპირობებული ცილისა და სპილენძის ცვლის დარღვევით. ახასიათებს ღვიძლის დაზიანება ციროზის განვითარებით და თავის ტვინის მეორადი დაზიანება (უპირატესად დისტროფიული პროცესები მუხუდოსებრ ბირთვებში).
გამოვლინდება ექსტრაპირამიდული რიგიდობით და ფსიქიკის დარღვევით, ღვიძლის ფუნქციის მოშლის ფონზე. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. სინონიმები: ვესტფალ – კონოვალოვის დაავადება, ვილსონ – კონოვალოვის დაავადება, კონოვალოვის სინდრომი. [“3”]

ვილსონის დაავადებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ვილსონის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ცილისა და სპილენძის ცვლის დარღვევით
⭕️ ვილსონის დაავადებას ახასიათებს ღვიძლის დაზიანება ციროზის განვითარებით და თავის ტვინის მეორადი დაზიანება
🧬 დაავადება გამოწვეულია ATP7B გენის მუტაციით, რის გამოც ორგანიზმი ზედმეტი სპილენძისგან ვეღარ თავისუფლდება
🔎 ვილსონის დაავადების სიმპტომები მანამდე არ ვლინდება, სანამ სპილენძი ღვიძლში, თავის ტვინში, თვალებში ან სხვა ორგანოებში არ დაგროვდება

📌 დაავადების სიმპტომებია:
➡️ დაღლილობა;
➡️ მადის დაქვეითება;
➡️ მუცლის ტკივილი;
➡️ სიყვითლე;
➡️ სისხლჩაქცევები;
➡️ სითხის დაგროვება ფეხებში და მუცელში;
➡️ მეტყველების, ყლაპვის და კოორდინაციის პრობლემები;
➡️უნებლიე მოძრაობები ან კუნთების გაშეშება;

💊 ადრეული მკურნალობა იძლევა უფრო დიდ შანსს თავიდან იქნეს აცილებული თავის ტვინისა და ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანება
👉 https://bit.ly/3z1BhUl
#ვილსონისდაავადება #რაარისვილსონისდაავადება #ვილსონისდაავადებისსიმპტომები #ვილსონისდაავადებისნიშნები #ვილსონისდაავადებისმკურნალობა #მემკვიდრულიდაავადება #აუტოსომურრეცესიულიდაავადება #კაიზერფლაიშერისრგოლი #სპილენძისდაგროვება #ჭარბისპილენძი #ღვიძლისუკმარისობა #ჰეპატომეგალია #ასციტი #ვარიკოზულისისხლდებნა #დიზართრია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოც. ქსელებში:

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა