კონტრაქტურა

კონტრაქტურა – (ქირურგ.) სახსრის მოძრაობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია რბილ ქსოვილების პათოლოგიური ცვლილებებით, რომლებიც დაკავშირებულია აღნიშნული სახსრის ფუნქციებთან. თუ სახსარი იმყოფება მოხრილ მდგომარეობაში, ასეთ კონტრაქტურას ეწოდება მოხრილი კონტრაქტურა, თუ გაშლილ მდგომარეობაში – გაშლილი კონტრაქტურა, მოყვანილ მდგომარეობაში – მოყვანითი კონტრაქტურა, გაყვანილ მდგომარეობაში – გაყვანილი კონტრაქტურა, ხოლო თუკი სახსარი იმყოფება როტაციულ მდგომარეობაში, ასეთ კონტრაქტურას ეწოდება როტაციული კონტრაქტურა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი