კოშკისებრი ქალა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კოშკისებრი ქალა – თავის ქალას დეფორმაცია, რომელიც ხასიათდება კეფისა და თხემის ძვლების მკვეთრი აწევით, ქალას განივი ზომების მცირედი მომატებით. წარმოადგენს განვითარების მანკს და წარმოიქმნება ნაკერების ნაადრევი შეხორცების დროს. კოშკისებრი ქალას განვითარებას უკავშირებენ ნაყოფის მუცელშიგა დაავადებებს, ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედების დარღვევებს და პათოლოგიურ მემკვიდრეობას. ვლინდება სკოლამდელ ასაკში, ხშირად ბიჭებში. კოშკისებრი ქალას დროს წარმოიქმნება შეუსაბამობა ტვინის მოცულობასა და ქალას შორის. გარდა დამახასიათებელი გარეგნობისა, ავადმყოფს აღენიშნება ეგზოფთალმი, მხედველობის მოშლა, სტრაბიზმი, ნისტაგმი, ქალაშიდა ჰიპერტენზიის სიმპტომები. ერთ – ერთი ადრეული სიმპტომია თავის ტკივილი და ღებინება; ზოგჯერ აღინიშნება კრუნჩხვებიც. ფსიქიკა მოშლილია, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ჭკუასუსტობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა