კრისტიან – ვებერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კრისტიან – ვებერის დაავადება – (პანიკულიტი) ხასიათდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილისა და შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი ცვლილებებით. ჰისტოლოგიურად ნახულობენ ქრონიკული ანთების ნიშნებს, ზოგჯერ ლორწოვანი გარსების ნეკროზებს, წვრილი სისხლძარღვების ანთებითი ცვლილებებს. სიმპტომები. ავადმყოფებს ქვემო კიდურების, სხეულის, მხრის სარტყლის კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილებში უვითარდებათ მკვრივი, კანთან შეხორცებული, მტკივნეული კვანძები დიამეტრით 3 – 7 სმ და მეტი. მათ ირგვლივ კანი ნაოჭებს არ იკეთებს. მათი უკუგანვითარებისას, ზოგჯერ, კანის შესაბამის უბანზე რჩება ჩაღრმავებები. დაავადება მიმდინარეობს გამწვავებებით, რომელთაც თან სდევს ტემპერატურის მომატება, ტკივილები სახსრებში, ლეიკოციტოზი. დიაგნოზის დადასტურება ხდება ბიოპტატის მორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა