კუპფერის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კუპფერის უჯრედები – (reticuloendotheliocyti stellati) ღვიძლის წილაკთაშიგა კაპილარების ენდოთელური ვარსკვლავისებრი უჯრედები  –  ვარსკვლავისებრი რეტიკულოენდოთელიოციტები, ამ უჯრედებს აქვს უნარი, ციტოპლაზმაში დააგროვოს ორგანიზმში შეყვანილი საღებარები, აგრეთვე აფაგოციტოს მყარი ნაწილაკები (მაგალითად, ბაქტერიები). აღნიშნული თვისებების საფუძველზე კუპფერის უჯრედები მიეკუთვნება რეტიკულურ – ენდოთელური სისტემის ელემენტებს. ასე ეწოდებათ ჰისტოლოგ კუპფერის გვარის მიხედვით, რომელმაც 1878 წელს პირველად აღწერა ეს უჯრედები. სინ. უჯრედები ვარსკვლავისებრი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა