კუჭის ჰიპერქლორჰიდრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კუჭის ჰიპერქლორჰიდრია – კუჭის წვენში მარილმჟავას მომატებული შემცველობა. შესაძლოა აღინიშნებოდეს ქრონიკული გასტრიტის, კუჭის წყლულის და სხვ. დროს. მიმდინარეობს გულძმარვით, ბოყინით, დილაობით მუცლის ტკივილით. მკურნალობა სიმპტომატურია, ანტაციდური საშუალებებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა