ლაიელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლაიელის სინდრომი – morbus Lyell კანისა და ლორწოვანი გარსების ტოქსიკურ – ალერგიული დაზიანება, რომელიც არაიშვიათად მიმდინარეობს შინაგანი ორგანოებისა და ნერვული სისტემის ცვილებებით. წარმოიქმნება როგორც რეაქცია მედიკამენტების მიღებაზე, იწვევს ეპიდერმისის ყველა შრის ნეკროლიზის განვითარებასა და მის აშრევებას. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მაღალი ტემპერატურით, მკვეთრი სისუსტით, ზოგჯერ ყელის ტკივილით. ამ ფონზე წარმოიქმნება კანის და ლორწოვანი გარსების ფართო ეროთემატოზულ – ბუშტუკოვანი დაზიანებები. ბუშტუკების გახსნის შემდეგ დაზიანება ემსგავსება დამწვრობას. გამონაყრის გაჩენის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. პროცესმა შესაძლებელია მიიღოს გენერალიზებული ხასიათი; თან ახლავს შინაგანი ორგანოების დისტროფიული ცვლილებები (ღვიძლი, თირკმელები, ნაწლავები, გული და სხვ.), ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანება.  – (ნეკროლიზი ეპიდერმალური ტოქსიკური) მედიკამენტოზური ბუნების ალერგიული დერმატოზი, რომელიც ხასიათდება კანის ზედაპირული ნაწილების, ლორწოვანი გარსების უეცარი მკვეთრი ნეკროზით, მსხვილი ბუშტუკების წარმოქმნით, რომლებიც სწრაფად იხსნება; მიმდინარეობს მძიმე საერთო ინტოქსიკაციით.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა