ლანს – ადამსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლანს – ადამსის სინდრომი – პოსჰიპოქსიური ენცეფალოპათიის გამოვლინება, რომელიც დაკავშირებულია გულისა და სუნთქვის დროებითი შეჩერებით. ხასიათდება მასიური მიოკლონიებით, რომელშიც ჩართულია კიდურები და ტანი და რომლებიც პროვოცირდება მოძრაობით, ხმაურით, სინათლით და სხვ. მძიმე შემთხვევებში ავადმყოფს ფეხზე დგომა არ შეუძლია. სამკურნალო საშუალებების გამოყენებით ხდება მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ მთლიანობაში ფუნქციის აღდგენა არ ხდება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა