ლატირიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლატირიზმი – ქრონიკული ინტოქსიკაცია, რომელიც წარმოიქმნება საკვებში სათესი ჩინის ხანგრძლივი გამოყენებით, რომელიც შეიცავს ნეიროტოქსინებს, რომლებიც აზიანებენ უპირატესად ზურგის ტვინს. კლინიკურად ვლინდება წელის არეში მწვავე ტკივილითა და სისუსტის შეგრძნებით ქვედა კიდურებში. რამდენიმე დღის განმავლობაში მატულობს სპასტიკური დამბლა და ირღვევა ზედაპირული მგრძნობელობა ქვედა კიდურებში. მძიმე შემთხვევებში პროცესში ერთვება ხელებიც. 1 – 2 კვირის მანძილზე ტკივილები და პარესთეზიები გაივლის, მაგრამ დამბლა რეგრესირდება უმნიშვნელოდ. შესაძლოა რეციდივების განვითარება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა