ლეიკოზები

ლეიკოზები – სისხლმბადი სისტემის სიმსივნეების საერთო სახელწოდება, რომლებიც ვითარდებიან სისხლმბადი უჯრედებიდან და აზიანებენ ძვლის ტვინს. სიმსივნური უჯრედების აგებულების მიხედვით განასხვავებენ ლეიკოზების ორ ძირითად ჯგუფს  –  მწვავე და ქრონიკულ ლეიკოზებს.

მწვავეს მიეკუთვნება ლეიკოზები, რომელთა უჯრედული სუბსტრატი წარმოდგენილია ბლასტებით, ხოლო ქრონიკულს მიეკუთვნება ლეიკოზები, რომლის დროსაც სიმსივნური უჯრედების ძირითადი მასა დიფერენცირებულია და შედგება ძირითადად მომწიფებული ელემენტებისაგან.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი