ლივერის პემფიგოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლივერის პემფიგოიდი – ლორწოვანი გარსების პემფიგოიდი. ავადდებიან ძირითადად ქალები 50 წლის ასაკში და უფრო გვიან. სხვა ბუშტუკელებისაგან განასხვავებს სამი კლინიკური ნიშანი: დაავადების ქრონიკული და კეთილთვისებიანი მიმდინარეობა. ცვლილებები ლორწოვან გარსებზე (პირის ღრუში, ცხვირში, კონიუნქტივასა, ყელში, ხახაში საყლაპავში, სასქესო ორგანოებზე, უკანა ტანში) და მიდრეკილება დანაწიბურებისადმი. კონიუნქტივა ზიანდება არა ყველა შემთხვევაში და შედარებით მოგვიანებით  –  – ზოგჯერ რამდენიმე წლის შემდეგ. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა