ლითოპედიონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლითოპედიონი – (lithopaedion; ბერძ. Lithos ქვა + paedion ბავშვი; სინ.: გაქვავებული ნაყოფი) მკვდარი, მუმიფიცირებული და გაკირული მუცელშიგა ნაყოფი. გვხვდება საკმაოდ იშვიათად და ჩვეულებრივ შედეგია საშვილოსნოსგარეთა ორსულობისა, მაგრამ აღწერილია ლითოპედიონის შემთხვევები ნაყოფის მუცელშიგა სიკვდილის დროსაც.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა