ლიმფანგიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლიმფანგიომა – lymphangioma (ლიმფა. ბერძნ. angeion –  ძარღვი, და …ომა), ლიმფური ძარღვებიდან წარმოქმნილი სიმსივნე. შეიძლება განვითარდეს სხეულის ყველა ნაწილში, ორგანოსა და ქსოვილში; უფრო ხშირად ჩნდება კისრის მიდამოში, კანში, კანქვეშა უჯრედისში, რეტროპერიტონეულ სივრცეში, უფრო იშვიათად – ღვიძლში, თირკმლებში, ელენთაში. ლიმფანგიომა სხვადასხვა ზომის რბილი სიმსივნეა, რომელიც თითქოს ქრება თითის დაჭერით. იზრდება ნელა, ადვილად ჩაირთვება ანთებით პროცესში. მკურნალობა ქირურგიულია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა