ლინდუზი – დეჟერინის დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლინდუზი – დეჟერინის დისტროფია – მემკვიდრეობითი დაავადება: ბეჭ – მხარ – სახის კუნთის დისტროფიის ვარიანტი, რომელიც ვლინდება ბავშვობის ან ყრმობის ასაკში სახისა და მხრის სარტყლის კუნთების სისუსტითა და წონის შემცირებით, ზოგჯერ ასიმეტრიული. მოგვიანებით ჩაერთვება წინამხრის, მენჯის სარტყლის კუნთები. დამახასიათებელია ნელი პროგრესირებადი მიმდინარეობა სტაბილიზაციის პერიოდებით. გადაეცემა ავტოსომურ –  დომინანტური ტიპით. მკურნალობა სიმპტომატურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა