ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლოგასთენია – (logasthenia; ლოგ – + ასთენია) მეტყველების დარღვევა, რომელიც ვლინდება მეტყველებითი დაღლილობით და არასწორი გამოთქმის შიშით; განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევით, რომელიც გამოწვეულია ინტოქსიკაციით, ინფექციური დაავადებით და სხვ. ბავშვებში ლოგასთენია შესაძლოა აღინიშნებოდეს მეტყველების ჩამოყალიბების პერიოდში არასწორი აღზრდის შედეგად.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა