ლუდოვიკოს ანგინა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლუდოვიკოს ანგინა – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) პირის ღრუს ძირის ქსოვილების მწვავე ფლეგმონოზური ანთება კბილების ინფექციური დაავადებების ნიადაგზე. საერთო სიმპტომები – შეუძლოდ ყოფნა, მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსამდე), მადის, ძილიანობის გაუარესება. ადგილობრივად –  ყბისქვეშა და ნიკაპის მიდამოს ძალინ მკვრივი შესიება და ინფილტრაცია. პირის ღრუს ძირის ლორწოვანი გარსის გამობერილობა და შეშუპება. პირის გაღების შეზღუდვა და მტკივნეულობა. ყლაპვის, ღეჭვის დროს ტკივილი. მეტყველება გაძნელებული და გაურკვეველია. დაავადების შემდგომი პროგრესირების შემთხვევაში შესიება ვრცელდება კისერზეც. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ვითარდება სეფსისი, სუნთქვის გაძნელება და ასფიქსიაც კი, ხორხზე და ტრაქეაზე ზეწოლის და მათი შეშუპების შედეგად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა