ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლუმინესცენციური მიკროსკოპია – (ლათ.lumen – სინათლე) ციტო და ჰისტოლოგიური გამოკვლევების ფართოდ გამოყენებული მეთოდი, რომელიც ემყარება ლუმინესცენციურ მიკროსკოპებში ლუმინესცენციის, ანუ ცივი ნათების მოვლენის გამოყენებას. უკანასკნელი წარმოიქმნება ზოგიერთ ნივთიერებაზე მოკლეტალღიანი სხივების (ულტრაიისფერი ან რენტგენის) გავლენით. ბუნებრივ ლუმინესცენციას აძლიერებენ სპეციალური საღებარებით – ფლუოროქრომებით (ნარინჯისფერი აკრიდინი, კორიფოსფინი, ფლუორესცეინი და სხვ.) წინასწარ დამუშავებით. აკრიდინით შეღებილი უჯრედების ლუმინესცენციური მიკროსკოპიის დროს დნმ იძლევა კაშკაშა მწვანე ნათებას, ხოლო რნმ – ნარინჯისფერს. ეს შესაძლებელს ხდის ნუკლეინის მჟავების ლოკალიზაციის შესწავლას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – (ლათ. Lumen, სინათლე; ბერძ. Mikros მცირე + skopeo დათვალიერება, გამოკვლევა) მიკროსკოპიის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ მიკროორგანიზმების, უჯრედების, ქსოვილების ან მათ შემადგენლობაში შემავალი ცალკეული სტრუქტურების პირველად ან მეორად ლუმინესცენციას.(2)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა