მარკირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მარკირება – (ფრანგ.marcuer – აღნიშვნა) ჩანასახის ნაწილების მონიშვნის მეთოდია, რომელიც შემოიღო ფოგტმა (1925). ფართოდ არის გამოყენებული ექსპერიმენტულ ემბრიოლოგიაში. მდგომარეობს ჩანასახის გარკვეული უბნების მონიშვნაში (შეღებილი აგარის ნაჭრები, ტუში და ა.შ.), ეს მონიშვნა საშუალებას იძლევა, გასტრულაციის დროს ყურადღება მიაქციოს მასალის გადაადგილებას, რის საფუძვეზეც შეიქმნა ძირითადად ამფიბიების ორგანოთა პრეზუმპციული რუქა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა