მედულობლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მედულობლასტომა – (medulloblastoma; ლათ. Medulla ძვლის ტვინი + ბერძ. Blastos ყლოტრი + – oma სიმსივნე; სინ.: სარკომატოზული გლიომა, ემბრიონალური ნეიროგლიოციტომა, ნეიროსპონგიომა, ნეიროსპონგიობლასტომა, იზომორფული გლიობლასტომა, სფერობლასტომა, გრანილობლასტომა)ცენტრალური ნერვული სისტემის ავთვისებიანი ნეიროექტოდერმული სიმსივნე. გვხვდება უპირატესად ბავშვებში; ხშირად პირველი კლინიკური სიმპტომები ვლინდება ანგინის, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, თავის დაზიანების შემდეგ. დაავადება მიმდინარეობს ქალაშიდა წნევის სწრაფი მომატებით, თავის ტკივილებით, ღებინებით, ხშირად დილის საათებში. გამოხატულია მენინგეალური სიმპტომები და ინტოქსიკაციის ნიშნები. პროცესის პროგრესირებისას აღინიშნება შეტევები, რომლებიც მიმდინარეობენ გონების დაკარგვით, ტონური კრუნჩხვებით, სუნთქვისა და გულის მოქმედების მოშლით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა