ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მეზაქსონი – (mesaxon ბერძნ.mesos – შუა და axon – ღერძი) შვანის უჯრედის ღარის საპირისპირო კიდეების ციტოპლაზმური მემბრანის შეხების დროს წარმოქმნილი ორმაგი მემბრანა – დუბლიკატურა, რომელშიც აქსონი ჩადის. შვანის უჯრედის შემდგომი ბრუნვა აქსონის გარშემო იწვევს ამ წყვილი მემბრანული სტრუქტურის დაგრძელებას კონცენტრული შრეებრიობის წარმოქმნით, რომელიც ნერვული ბოჭკოს მიელინური გარსია. ტერმინი „მეზაქსონი“ ეკუთვნის ჰასერს (1959). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა