მეზენტერიული (ჯორჯლის) სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეზენტერიული (ჯორჯლის) სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზია – მიზეზები: ჯორჯლის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, არტერიიტი, კედლის ფიბრომუსკულარული ჰიპერპლაზია ან არტერიის გაჭყლეტა გარედან (დიაფრაგმის ფეხებით, ნერვული წნულების ბოჭკოებით, ფიბროზული ჭიმებით). განსაკუთრებით ხშირი ლოკალიზაციაა – ჯორჯლის ზედა არტერია. სიმპტომები: გამოხატული ტკივილი ჭამიდან 2 – 4 საათის შემდეგ, შეწოვის დარღვევა, ფაღარათი, სისხლძარღვოვანი შუილები. ტკივილი მუცელში ძლიერია, ხანგრძლივი, თან ახლავს სხეულის მასის დაკარგვა; მუცლის ღრუს აუსკულტაციით ისმის სტენოზური სისხლძარღვოვანი შუილები ჭიპის ზევით. დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია ანგიოგრფია. გამოხატული ტკივილი ჩვენებაა ოპერაციისა, ხოლო შორს წასულ შემთხვევებში წარმოიქმნება იშემიური ენტერიტი და ენტეროკოლიტი. მკურნალობა ოპერაციულია – ენდარტექტომია ან აორტომეზენტერული შუნტირება აუტოვენით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა