ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მეზენქიმა – 1. (mesenchyma ბერძნ.mesos – შუა, შუამდებარე, enchyma – რაიმე ჩასხმული, ვავსებ) ფაშარად განლაგებული მორჩებიანი, ბადისებურად ერთმანეთთან დაკავშირებული შერეული წარმოშობის უჯრედების – მეზენქიმოციტების (mesenchymocytus – მეზენქიმური უჯრედი) ერთობლიობა, რომლებიც ამოავსებენ ჩანასახის სხეულის პირველად ღრუში შუალედებს ორგანოთა და ქსოვილთა უფრო მკვრივ ნერგებს – ჩანასახოვან ფურცლებს შორის. შიგა გარემოს ემბრიონული ქსოვილი – მეზენქიმა უპირატესად წარმოიქმნება მეზოდერმისაგან (წარმოიქმნება სკლეროტომი, დერმატომი, სპლანქნოტომი და პარიესული ფურცლები). მეზენქიმის ნაწილი წარმოიქმნება სხვა ჩანასახოვანი ფურცლებიდან (იხ.ექტომეზენქიმა). მეზენქიმიდან ვითარდება სისხლი, შემაერთებელი ქსოვილი, ხრტილი, ძვალი, გლუვი კუნთოვანი ქსოვილი. განვითარების ადრეულ სტადიებზე მეზენქიმა ლაბილურად დეტერმინირებულია დი მისი დიფერენცირების მიმართულება შესაძლებელია შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორის მოქმედებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. ჩანასახოვანი შემაერთებელი ქსოვილი.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა