მემკვიდრეობითი ცერებრული არტერიოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მემკვიდრეობითი ცერებრული არტერიოპათიები – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც არჩევითად აზიანებს თავის ტვინის წვრილ არტერიებს. განსაკუთრებულად შესწავლილია ავტოსომურ – დომინანტური არტერიოპათია სუბკორტიკული ინფარქტებითა და ლეიკოენცეფალოპათიით; ხასიათდება ქერქქვეშა იშემიური ინსულტებით, რომელიც ვრცელდება თავის ტვინის თეთრი ნივთიერების დაზიანებით, პროგრესირებადი დემენციით, გამოხატული დეპრესიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა