მენოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მენოციტები – (menocyti)  საშვილოსნოს პროჟესტერონული ენდომეტრიუმისა და დეციდური გარსის ფიზიოლოგიური კომპონენტი. მდებარეობს სისხლძარღვების, განსაკუთრებით კაპილარების გარშემო. ისინი არ არის ატროფულ ენდომეტრიუმში, იშვიათადაა პოსტმენსტ­რუალურ პერიოდში და მრავალრიცხოვანია პრემენსტრუალურ და მენსტრუალურ სტადიებში. მენოციტების არსებობას განაპირობებს პროჟესტერონი; ისინი არ გვხვდება საკვერცხეების ნაკლოვანების, გონადური აგენეზიის ან კასტრაციის დროს. მრავლდება მიტოზურად, შეიცავს სხვადასხვა ოდენობის მრგვალ ვაკუოლებს, სულფომუკოპო­ლისაქარიდების გრანულებს, რომლებიც, სავარაუდოა, რომ ჰეპარანის წინამორბედნი არიან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა