მეორე რიგის მიმართებითი სხეულაკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეორე რიგის მიმართებითი სხეულაკი – პატარა აბორტული უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება კვერცხუჯრედთან ერთად მეორე რიგის ოოციტის გაყოფის დროს. ეს უჯრედი, ისევე როგორც პირველი რიგის მიმართებითი სხეულაკები, შეიცავს ქრომოსომების ჰაპლოიდურ ნაკრებს. ციტოპლაზმის ძალიან მცირე რაოდენობის გამო მიმართებითი სხეულაკები მალე იღუპება. ამრიგად, პირველი რიგის ერთი ოოციტიდან ვითარდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი და სამი სიცოცხლისუუნარო მიმართებითი სხეულაკი. ტერმინის შექმნის შესახებ იხ. პირველი რიგის მიმართებითი სხეულაკი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა