მეტაპლაზია უჯრედების, ქსოვილის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეტაპლაზია უჯრედების, ქსოვილის – (metaplasia cellularum / textus / ლათ.metaplasis – გარდაქმნა) უჯრედების, ქსოვილის მორფოფიზიოლოგიური თვისებების მყარი ცვლილება, რომელსაც თან სდევს მათი გარდაქმნა სხვა ტიპის უჯრედებად (ქსოვილად). უჯრედების დიფერენცირებისა და დეტერმინაციის მიხედვით, სომატური ციტოგენეზის მიმდინარეობისას მეტაპლაზიის უნარი თანდათან მცირდება, რასთან დაკავშირებითაც ერთი ქსოვილოვანი უჯრედის გარდაქმნა მეორე ქსოვილოვან უჯრედად შეუძლებელი ხდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა