ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მეტაქრომაზია – (metachromasia ბერძნ.meta – შემდეგ და chroma – ფერი) ზოგიერთი უჯრედული სტრუქტურის შეღებვა არა იმ ფრად, რომელიც ახასიათებს გამოყენებულ საღებარს. მაგ., ლეიკოციტებისა და პოხიერი უჯრედების ბაზოფილური მარცვლოვანება ტოლუიდინის ლურჯით იღებება არა ლურჯად (საღებარის ფერი), არამედ მოწითალო – იისფრად. ამ შემთხვევებში ფერის შეცვლა დაკავშირებულია საღებარის მოლეკულების დეპოლიმერიზაციასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა