ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მეტორიზისი – (metorisis ბერძნ.meta – შემდეგ და oriso – გამოსაზღვრა) მეზობელ ემბრიონულ ნერგებს შორის ფრონტალური საზღვრების გადაადგილების პროცესი. ფილო და ემბრიოგენეზის დროს, რომლის შედეგადაც ერთი ნერგის მასალა შესაძლებელია იყოს განლაგებული იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ეკავა სხვა ემბრიონულ ნერგს. მეტორიზისის ტიპური მაგალითია ექტოდერმული და ენდოდერმული ეპითელიუმის მასალის გადაადგილება საყლაპავი მილის კუჭში გადასვლის ადგილას. მეტორიზისის ცნება წამოაყენა აკადემიკოსმა ვ.მ.შიმკევიჩმა (1908), რომლის თანახმადაც, თუ რომელიმე ორგანო წარმოიქმნება თავისი განვითარების მიხედვით ორი სხვადასხვა ნერგისაგან, რომლებიც ხშირად მიეკუთვნებიან სხვადასხვა ემბრიონულ ფურცელს, მაშინ საზღვარი, რომელიც ყოფს ამ ორ ნერგს, შესაძლებელია, ერთი რომელიმე ნერგის სიჭარბის ან მეორის სიმცირის შედეგად, გადატანილი იყოს ამა თუ იმ მიმართულებით. დასაშვებია, რომ ერთი ნერგი საბოლოო ჯამში გამოდევნის მეორეს და შერეული წარმოშობის ორგანო გარდაიქმნება ერთგვაროვნად. საზღვრის ასეთ გადაადგილებას, შიმკევიჩის მიხედვით, ეწოდება მეტორიზისი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა