მეცნიერებათმცოდნეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეცნიერებათმცოდნეობა – დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მეცნიერების ფუნქციონირებასა და განვითარებას, მეცნიერული ცოდნისა და მეცნიერული მოღვაწეობის სტრუქტურას და დინამიკას, მეცნიერების ურთიერთმოქმედებას სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან და საზოგადოების მატერიალური და სულიერი ცხოვრების სფეროებთან. მეცნიერებათმცოდნეობა, როგორც დამოუკიდებელი კომპლექსური დისციპლინა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა გამოკვლევას ისტორიაში, სოციალოგიაში, ეკონომიკაში, ლოგიკაში, მეცნიერების ფსიქოლოგიაში, მეცნიერებათმეტრიასა და რიგ სხვა დარგებში, ჩამოყალიბდა 60 – იან წწ. მეცნიერებათმცოდნეობის მიზანია შეიმუშაოს მეცნიერების თეორიული გაგება და განსაზღვროს საზოგადოების ცხოვრებასა და განვითარებაში მისი რაციონალური მონაწილეობის საშუალებები და კრიტერიუმები. მეცნიერებათმცოდნეობა შეისწავლის მეცნიერული მოღვაწეობის ორგანიზაციის, მეცნიერების სფეროში პოლიტიკის, მეცნიერული ცოდნის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ინფორმაციული პროცესების, მეცნიერული პოტენციალის სტრუქტურის, მეცნიერულ – ტექნიკური პროგნოზირების, გლობალურ და რეგიონალურ მეცნიერულ – ტექნიკურ პროგრამებში მეცნიერების გამოყენების პრობლემებს. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა