მიკიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიკიდები – (ბერძ. Mykes სოკო + eidos სახე)ალერგიული ხასიათის გამონაყარი, რომელიც აღინიშნება სხვადასხვა მიკოზების დროს. კლინიკურად ვლინდება სიმეტრიულად განლაგებული, ზოგჯერ გენერალიზებული გამონაყრით, რომელიც მოგვაგონებს ეგზემას, ფსორიაზს, კვანძოვან ან ექსუდაციურ ერითემას; ზოგჯერ ვითარდება მწვავედ; მიმდინარეობს ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, თავის ტკივილით, ლიმფანგიიტით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა