მიკულიჩის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიკულიჩის სინდრომი – (J. Mikuicz – Radecki, გერმ. ქირურგი; სინ.: მიკულიჩის დაავადება, სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების კეთილთვისებიანი ლიმფოეპითელური დაზიანება)  სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების ორმხრივი სიმეტრიული დაზიანება, რომელიც მიმდინარეობს მათი სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითებით. კლინიკური პროცესი იწყება ყბაყურა ჯირკვლის დაზიანებით, შემდეგ ვრცელდება სხვა სანერწყვე, ასევე საცრემლე ჯირკვლებზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა