მიკულიჩ – გუჟერო – შეგრენის (ანუ სეგრენის) დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიკულიჩ – გუჟერო – შეგრენის (ანუ სეგრენის) დაავადება – გარეგანი სეკრეციის ჯირკვლების უკმარისობის სინდრომი. დამახასიათებელია მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, პირის და ცხვირის ღრუს, სახის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერტროფია და ნერწყვის გამოყოფის უკმარისობა. კუჭის სეკრეციის უკმარისობა ან სრული დათრგუნვა, კუჭუკანა ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის მოშლა. კანი მშრალია, იქერცლება, დეპიგმენტირებულია, შესაძლოა ეგზემის განვითარება. დამახასიათებელია ქრონიკული პოლიართრიტი, კბილების და ძვლების კალციფიკაციის მოშლა, კბილების კარიესი და ოსტეოპოროზი, შესაძლოა ქრონიკული პოლიართრიტი კიდურების განგრენით, სისხლში დისპროტეინემია, ჰიპოქრომული ანემია, რკინის ნაკლებობა, ფიბრინოგენის კონცენტრაციის ზრდა, ვითარდება უმეტესად ქალებში – კლიმაქსის ან მენოპაუზის პერიოდში, აგრეთვე ახალგაზრდა ასაკში, თუ ადგილი აქვს ოვარიულ უკმარისობას. სინონიმები: მიკულიჩ – შეგრენის სინდრომი, შეგრენის სინდრომი, გუჟერ – ჰუვერ – შეგრენ – მიკულიჩის სინდრომი, მშრალი სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა