მილერ – უაიტ – ლევის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მილერ – უაიტ – ლევის სინდრომი – გულის და მსხვილ სისხლძარღვთა თანდაყოლილი ანომალიები. შესაძლებელია გადაცემის მემკვიდრეობითი ხასიათი. სიმპტომები: პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, აორტის დექსტრო – პოზიცია, მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია. ფალოს ტეტრადისაგან (იხ.) განსხვავებით ფილტვის არტერიის გაფართოება, სისტოლურ – დიასტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში. ეკგ – მარჯვენა პარკუჭის გადაძაბვა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა. გულის კათეტერიზაცია: წნევის მომატება მარჯვენა პარკუჭში, წნევის დაცემა ფილტვის არტერიაში, შერეული არტერიოვენოზური შუნტი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა