მიომალაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიომალაცია – (myomalacia; ბერძ. Mys კუნთი + malakia რბილობი) ნეკროტიზირებული კუნთოვანი ქსოვილის გარბილება. ტერმინს იყენებენ იმ ცვლილებების აღსაწერად, რომლებიც წარმოიქმნება გულში მიოკარდის ინფარქტის დროს, ინფექციური და ალერგიული მიოკარდიტების დროს. მიომალაციას შესაძლოა დაექვემდებაროს საშვილოსნოს მიომა სისხლის მიმოქცევის ადგილობრივი მოშლის დროს და ჩონჩხის კუნთოვანი ქსოვილი მასში ანთებითი პროცესის განვითარების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა