მიორენალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიორენალური სინდრომი – (ბერძ. Mys კუნთი + ლათ. Ren თირკმელი; სინ.: კუნთების პოზიციური ნეკროზი, მიოგლობინური ნეფროზი)პათოლოგიური პროცესი, რომელიც ხასიათდება ჩონჩხის მუსკულატურის პირველადი ნეკროზითa და თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარებით. აღინიშნება მძიმე მოწამვლების, ტრავმების, დამწვრობების, კომატოზური მდგომარეობებისა და სხვა დაავადებების დროს, ხანგრძლივი ჰიპოტენზიის დროს და სხეულის იძულებითი მდებარეობისას. კლინიკურ სურათში აღინიშნება თირკმლის უკმარისობისა და მძიმე ენდოტოქსიკოზის სიმპტომები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა