მიოტომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიოტომები – (myotomi ბერძნ.mys, myos – კუნთი, tomos – ნაწილი – გაყოფის, გაკვეთის შედეგად მიღებული) მეზოდერმის დორსალური სეგმენტის შუა ნაწილში დერმატომსა და სკლეროტომს შორის უჯრედების შრე, რომლისგანაც ვითარდება სომატური მუსკულატურა. სო­მიტის ცენტრალური ნაწილი მეზენქიმური უჯრედების წარმოქმნის წყაროა, საიდანაც ვითარდება ჩონჩხის მუსკულატურა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა