მიოტუბა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიოტუბა – (myotuba ბერძნ.mys, myos – კუნთი და ლათ.tuba – მილი) განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოს განვითარების ერთ – ერთი სტადია, რომელიც მიოსიმპლასტის სტადიის მომდევნოა. მიოტუბას ახასია­თებს პერიფერიიდან მიოფიბრილების შრეშემოვლებული ბირთვების ცენტრალურღერძული მდებარეობა. პერიფერიაზე ბირთვების გადაადგილებისა და მიოფიბრილებით მთელი სისქის ამოვსების შემდეგ მიოტუბა მომწიფებულ კუნთოვან ბოჭკოდ გადაიქცევა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა