მიოფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიოფიბრილები – (myofibrillae ბერძნ.mys, myos – კუნთი და ლათ.fibrilla – ბოჭკო) სპეციალური ორგანოიდები, ანუ კუნთოვანი ბოჭკოსა და უჯრედების მეტაპლაზმური წარმონაქმნები, რომლებიც წარმოდგენილია ფიბრილური და გლობულური შემკუმშავი ცილებისაგან. უზრუნველყოფს შეკუმშვის პროცესს. თხელი ცილოვანი აქტომიოზინური კუმშვადი ძაფები მდებარეობს გლუვი კუნთოვანი უჯრედებისა და განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოების მთელ სიგრძეზე. ამ უკანასკნელებში ისინი შედგებიან სიგრძეზე კანონზომიერად განლაგებული იზოტროპული და ანიზოტროპული ნივთიერებების უბნებისაგან (დისკოებისაგან), რაც განაპირობებს ბოჭკოების განივ დახაზულობას. თითოეული მიოფიბრილა, თავის მხრივ, შედგება მრავალი ასეული სუბერთეულისაგან, რომლებსაც მიოფილამენტები ანუ პროტომიოფიბრილები ეწოდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა