მიწოდების ხელშეკრულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიწოდების ხელშეკრულება – საწარმოთა შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პროდუქციის დამამზადებელი საწარმო (მომწოდებელი) კისრულობს ვალდებულებას მომხმარებელ საწარმოს დადგენილ ვადაში გადასცეს მათ შორის შეთანხმებული ასორტიმენტის, რაოდენობისა და ხარისხის პროდუქცია, მყიდველი კისრულობს ვალდებულებას ჩაიბაროს ის და აანაზღაუროს. მიწოდების ხელშეკრულება შეიცავს პროდუქციის სახელწოდებას, რაოდენობას და ხარისხს, აუცილებლობის შემთხვევაში პროდუქციის ასორტიმენტს, ნომენკლატურას, ხელშეკრულების მოქმდების და მიწოდების საერთო ვადას, აგრეთვე პროდუქციის ფასს და ხელშეკრულების მთლიან თანხას, ანგარიშსწორების ფორმასა და წესს და ზოგიერთ სხვა დამატებით გარემოებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა