მოელერ – ბეკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მოელერ – ბეკის დაავადება – კეთილთვისებიანი გრანულომატოზი, ეპითელოიდურ – უჯრედოვანი ქრონიკული რეტიკულოენდოთელიოზი, კეთილთვისებიანი მილიარული ლიპოიდი, ეპითელოიდური გრანულომატოზი, ატიპიური ტუბერკულოზი – უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადება. ხასიათდება ლიმფური სისტემის, შინაგან ორგანოთა და კანის დაზიანებით, სპეციფიკური გრანულების წარმოშობით, რომლებიც გარშემორტყმულია ჰიაჯინის ფენით. სინონიმები: შაუმანის კეთილთვისებიანი ლიმფოგრანულომატოზი, ბეკის დაავადება, ბენიე – ბეკ – შაუმანის დაავადება, ჰეტჩინსონ – ბეკის დაავადება ანუ ჰეტჩინსონ – ბეკის გრანულომატოზი, ტენესონის დაავადება, დარიე – როსის დაავადება, ჰეერფორდტის დაავადება, მორტიმიერის დაავადება, იუნგლინგის დაავადება II. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა