მოზრდილთა სკლერედერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მოზრდილთა სკლერედერმა – (ბერძნ. skleros – მაგარი, მკვრივი და oidema – შეშუპება) უცნობი ეტიოლოგიის იშვიათი დაავადება. ვითარდება მწვავედ. სახის, კისრის, გულმკერდის, ზურგის და კიდურების არეში, გარდა მტევნებისა და ტერფისა, ვლინდება კანის გამკვრივება, დაჭიმვის შეგრძნება. ზიანდება კანისა და კუნთების ღრმა შრეები, სახსრებში მოძრაობა ძნელდება. დაავადება გრძელდება რამდენიმე თვე და მთავრდება გამოჯანმრთელებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა