მომხმარებელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მომხმარებელი – 1. პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მის მიმართ ჩამოყალიბებული არა აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება; (საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ) 2. (ინტ.), uzer სუბიექტი, რომელიც მიმართავს საინფორმაციო სისტემას ან ამ სისტემის შუამავალს, მისთვის საჭირო ინფორმაციული პროდუქტების ან მომსახურების მიღების მიზნით. ასეთი სუბიექტის აღსანიშნავად ქართულ ინტერნეტიკაში უფრო გავრცელებულია სიტყვა „მომხმარებელი“. სხვადასხვა კონტექსტში იხმარება სხვა სიტყვებიც, მაგალითად: „ქსელის აბონენტი“; „სისტემის კლიენტი“; „ვებ – საიტის სტუმარი ( ან ვიზიტიორი)“; „მოსარგებლე“ და სხვ. მომხმარებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა