მოციმციმე წამწამები

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მოციმციმე წამწამები – უჯრედების სპეციალური ორგანოიდები, რომლებიც ციტოპლაზმის დიფერენცირებული წანაზარდებია და რომლებსაც ტალღისებურად შეკუმშვის უნარი აქვთ. მათი სიგრძე 5 – 10 მკ – ს არ აღემატება. მრავალუჯრედოვან ორგანიზმებში ერთი უჯრედის ზედაპირზე წამწამების საშუალო რიცხვი 300 – მდეა და უმარტივესებში შეიძლება რამდენიმე ათასამდე მიაღწიოს. წამწამები შეიცავს 200 Ao – მდე სისქის სიგრძივად ორიენტირებული ფიბრილური ძაფების კომპლექსს. მათი რიცხვი თითოეულ წამწამში, როგორც წესი, 11 – ია. აქედან ორი ერთმაგი ფიბრილა ცენტრშია, ცხრა კი – პერიფერიაზე. ფიბრილების ტიპიური ნაკრებიდან (9 პლუს 2) გადახრა ძლიერ იშვიათია. ფიბრილები მილაკისებრი აგებულებისაა. უკანასკნელ წლებში ცენტრალური ფიბრილების გარშემო აღმოაჩინეს ძაფისებრი სპირალები, პერიფერიულ ფიბრილებს შორის კი – 2 – 3 სავარცხლისფერი წანაზარდი, რომელთაც სახელურები უწოდეს. ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ფიბრილები ატარებს იმპულსს წამწამების ფუძეზე მდებარე ბაზალური სხეეულაკიდან, პერიფერიული ფიბრილები კი განაპირობებს წამწამების შეკუმშვას.­ (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook