მრავალბირთვიანი უჯრედები

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მრავალბირთვიანი უჯრედები – (cellulae polynucleares) უჯრედები, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ბირთვს, არიან გაუყოფელ ციტოპლაზმაში. ვინაიდან არ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები მრავალბირთვიანი უჯრედების განსასხვავებლად მათი მსგავსი წარმო­ნაქმნებისაგან, ე.წ.სიმპლასტებისაგან . მიღებულია, მრავალ­ბირთვიან უჯრედებად მივიჩნიოთ ის სტრუქტურები, რომელთა ბირთვების რა­ოდენობა 10 – ს არ აღემატება, მაშინ, როდესაც სიმ­პლასტებში ისინი მნიშვნელოვნად მეტი შეიძლება იყოს. მრავალ­ბირთვიანი სტრუქტურები წარმოიქმნება: 1. რამდენიმე ერთბირთ­ვიანი უჯრედის შეერთების; 2. მომდევნო ციტოპლაზმოტომიის გარეშე ბირთვების ამიტოზური გაყოფისა და 3. მიტოზის ნორმალური მიმდინარეობის დარღვევის შედეგად ქრომოსომული აბერაციებისა და მრავალპოლუსიანობის წარმოქმნით, მაგრამ ციტოპლაზმოტომიის გარეშე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook