ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპლასტი – (symplastus ბერძნ.syn – ერთად და plastos – წარმოქმნილი) უჯრედის აგებულების ერთ – ერთი ფორმა, რომლის დიდი რაოდენობით დაგროვილი ციტოპლაზმის ბირთვები მრავალრიცხოვანია, შეიძლება იყოს 10 – ზე მეტი, ზოგჯერ ასობით და ათასობითაც კი. სიმპლასტურ წარმონაქნებში ციტოპლაზმით გარშემოკრული ბირთვები ცვლის რეაქციების აქტიური ცენტრებია. ამ ბირთვულ – ციტოპლაზმურ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მრავალბირთვიანი უჯრედები – (cellulae polynucleares) უჯრედები, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ბირთვს, არიან გაუყოფელ ციტოპლაზმაში. ვინაიდან არ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები მრავალბირთვიანი უჯრედების განსასხვავებლად მათი მსგავსი წარმონაქმნებისაგან, ე.წ.სიმპლასტებისაგან . მიღებულია, მრავალბირთვიან უჯრედებად მივიჩნიოთ ის სტრუქტურები, რომელთა ბირთვების რაოდენობა 10 – ს არ აღემატება, მაშინ, როდესაც სიმპლასტებში ისინი მნიშვნელოვნად მეტი შეიძლება