სიმპლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სიმპლასტი – (symplastus ბერძნ.syn  –  ერთად და plastos  –  წარმოქმნილი) უჯრედის აგებულების ერთ – ერთი ფორმა, რომლის დიდი რაოდენობით დაგროვილი ციტოპლაზმის ბირთვები მრავალრიცხოვანია, შეიძლება იყოს 10 – ზე მეტი, ზოგჯერ ასობით და ათასობითაც კი. სიმპლასტურ წარმონაქნებში ციტოპლაზმით გარშემოკრული ბირთვები ცვლის რეაქციების აქტიური ცენტრებია. ამ ბირთვულ – ციტოპლაზმურ უბნებს, ანუ უჯრედულ ტერიტორიებს არა აქვს ხილული უჯრედული საზღვრები, მაგრამ თავისი მორფოლო­გიურ – ფიზიოლოგიური თვისებებითა და განვითარების უნარით სიმპლასტის დანაწევრების შემდეგ გადაიქცევა ინდივიდუალური  უჯრედების სავსებით ანალოგიურად. სიმპლასტის მაგალითი შეიძლება იყოს განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკო. სიმპლასტს ბევრი საერთო აქვს მრავალბირთვიან უჯრედთან , მისგან განსხვავდება მხოლოდ ბირთვების დიდი რაოდენობით. სიმპლასტები წარმოიქმნება ან მრავალი ერთბირთვიანი უჯრედის შეერთების შედეგად, ანდა მხოლოდ  უჯრედების თანმიმდევრული განვითარების გზით, რომლებშიც ბირთვების რიცხვის მატებას (უფრო ხშირად ამიტოზის ხარჯზე) თან არ სდევს ციტოპლაზმის გაყოფა. ტერმინი შემოიღო ჰანშტეინმა (1880). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა