ნევრალგიური ამიოტროფია

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნევრალგიური ამიოტროფია – (პერსონეიჯ – ტერნერის სინდრომი) სავარაუდოდ ავტოიმუნური გენეზის დაავადება, რომელიც აზიანებს მხრის წნულის ზედა კონას ან მისგან გამომავალ ნერვებს. მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა იყოს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ტეტანუსის ანატოქსინის შეყვანა, ტრავმები ან ოპერაციები. იწყება მწვავედ, მხრის მიდამოში მკვეთრი ინტენსიური ტკივილებით, რომელიც შემდგომში თანდათანობით სუსტდება 1 – 4 კვირის მანძილზე მხრის სარტყლის კუნთების დასუსტებასა და გახდომასთან ერთად. პროგნოზი კეთილსაიმედოა; რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ავადმყოფთა 90% – ს აღენიშნებათ სრული სპონტანური აღდგენა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook