Tag Archives: ტრავმ

ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმები – გვხვდება ღია და დახურული ტრავმები. დაზიანების ხასიათი დამოკიდებულია დარტყმის ძალასა და მიმართულებაზე. ბლაგვი ტრავმები მიმდინარეობენ ცხვირის ძვლების, ზოგჯერ კი დანამატი წიაღების კედლების დახურული მოტეხილობით. ლორწოვანი გარსის გასკდომისას მოხოცვის შემდეგ ვლინდება სახის კანქვეშა ემფიზემა. ცხვირის მძიმე ტრავმები არაიშვიათად მიმდინარეობს გონების დაკარგვითა

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More