ნეირომიოტონია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეირომიოტონია – კლინიკური სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია მომატებულ აგზნებასთან და პერიფერიული მამოძრავებელი ნერვული ბოჭკოების უწყვეტ სპონტანურ განმუხტვებთან. ვლინდება მომატებული კუნთოვანი აქტიურობის სხვადასხვა ფორმებით, მუდმივი კუნთოვანი დაძაბულობით, სპაზმებით, მიოკიმიით, ფასციკულაციებით, კუნთების შენელებული მოდუნებით. პროცესში ერთვება კიდურების, მუცლის, საღეჭი და მიმიკური მუსკულატურა. თანდათანობით ფორმირდება მტევნებისა და ტერფების პათოლოგიური დგომა. გამოყოფენ პირველად ფორმას (ისააკის სინდრომი) და მეორად ფორმას, რომელიც წარმოქმნილია პოლინევროპათიის შედეგად ან პარანეოპლატიკური პროცესის შედეგად ფილტვის ან მკერდუკანა ჯირკვლის კიბოთი დაავადებულებში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook